ვილიარეალი, ლევანტე, მარსელინო გარსია ტორალი
Aa
Aa

“ვხედავ, რომ ძალიან კარგად გამოიყურება“ - მარსელინო მიქაუტაძეზე

 ლა ლიგის მორიგ ტურში ვილიარეალი ლევანტეს ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში კი ყველაზე დიდი წვლილი გიორგი მიქაუტაძემ შეიტანა. აღნიშნულ დაპირისპირებაში ერთადერთი გოლი სწორედ ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზეა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ვილიარეალის მთავარმა მწვრთნელმა მარსელინო გარსია ტორალმა მიქაუტაძეზე ისაუბრა.

მარსელინო:

„ვხედავ, რომ მიქაუტაძე ძალიან კარგად გამოიყურება და ეს მხოლოდ გოლების გამო არ არის. ის თამაშში უფრო მეტად არის ჩართული, უკეთ ესმის გუნდის ტაქტიკა, უკეთ კოორდინირებს თანაგუნდელებთან და მენტალურად უფრო სწრაფია. ფორვარდისთვის გოლი უდიდესი სტიმულია, მაგრამ მთავარი მაინც გუნდის კოლექტიური თამაშია და ის, რომ გუნდმა სწორად იმუშაოს.“

ცნობისთვის, ჟორჟმა ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა და ლა ლიგაში მას უკვე 8 გოლი დაუგროვდა.

რაც შეეხება ვილიარეალს, მარსელინოს გუნდი 48 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარს ატლეტიკოს 3 ქულით უსწრებს. შემდეგ ტურში, ყვითელი წყალქვეშა ნავი ვალენსიას უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 22 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მიქაუტაძის მომენტები VS ლევანტე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის გოლით - ვილიარეალმა სტუმრად ლევანტეს მოუგო
მიქაუტაძის გოლით - ვილიარეალმა სტუმრად ლევანტეს მოუგო