Sofascore - ცნობილია ვილიარეალის ფეხბურთელების შეფასებები
ლა ლიგის მორიგ ტურში ვილიარეალი ლევანტეს ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.
ამ გამარჯვებაში კი ყველაზე დიდი წვლილი გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც გოლი გაიტანა და ვილიარეალს მოაგებინა.
მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა სპორტულმა გამოცემა Sofascore-მა მარსელინოს გუნდის ფეხბურთელები შეაფასა.
Sofascore:
ჟუნიორი(7.0), მოურინიო(6.8), ნავარო(7.7), მარინი(7.3), კარდონა(7.8), პეპე(7.0), კომესანია(7.1), გეიე(7.4), მოლეირო(6.1), პერესი(5.9), მიქაუტაძე(7.8), ფრიმენი(6.6), პარტეი(7.0), ვეიგა(7.1), პედრასა(6.7).
ცნობისთვის, მარსელინოს გუნდი 48 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარს ატლეტიკოს 3 ქულით უსწრებს. შემდეგ ტურში, ყვითელი წყალქვეშა ნავი ვალენსიას უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 22 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.
მიქაუტაძის მომენტები Vs ლევანტე