“მეტი სათამაშო პრაქტიკის იმედი ჰქონდა“ - Anfieldwatch მამარდაშვილზე
ახალი არავისთვის არის, რომ გიორგი მამარდაშვილმა ლივერპულში ჯერჯერობით ფეხი ვერ მოიკიდა და სათადარიგოთა სკამის მეკარედ ითვლება.
სიტუაცია იმან უფრო გაამწვავა, რომ ქართველი მეკარე არც თასის მატჩში ათამაშეს. მამარდას მდგომარეობის შესახებ Anfieldwatch წერს.
Anfieldwatch:
„კონტრაქტის გაფორმების დროს, მამარდაშვილმა იცოდა, რომ პირველი მეკარე ალისონი იქნებოდა, თუმცა მას მეტი სათამაშო პრაქტიკის იმედი ჰქონდა. ბრაზილიელის ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდება ძალიან რთულია, რადგან ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.
გულშემატკივრები ელოდებოდნენ, რომ გიორგი FA Cup-ზე ბრაიტონთან ითამაშებდა, რადგან იქამდე მას ბარნსლისთან და საუთჰემპტონთან თამაშის შესაძლებლობა მისცეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ასე არ მოხდა. აქედან გამომდინარე ჩნდება ეჭვი, რომ მამარდაშვილს წუთებს მხოლოდ მაშინ მისცემენ, თუ ალისონი ტრავმას მიიღებს.“
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილმა ლივერპულის შემადგენლობაში 11-ჯერ ითამაშა და კარი მშრალად 3-ჯერ შეინახა. ქართველ მეკარეს ყველაზე მეტი სათამაშო დრო მას შემდეგ მიეცა, რაც ალისონ ბეკერმა ტრავმა მიიღო, თუმცა ბრაზილიელის დაბრუნების შემდეგ, მამარდა კვლავ სათადარიგოთა სკამის მოთამაშედ იქცა.