მსოფლიოს საუკეთესო მეკარეები | მამარდა GiveMeSport-ის რეიტინგში
ავტორიტეტულმა გამოცემა GiveMeSport-მა შეადგინა მსოფლიოს 20 საუკეთესო მეკარის რეიტინგი, რომელშიც საქართველოს ნაკრებისა და „ლივერპულის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილიც მოხვდა.
25 წლის მამარდაშვილი რეიტინგში მე-20 ადგილზეა, მის შესახებ კი გამოცემა შემდეგს წერს:
„გიორგი მამარდაშვილი ევრო 2024-ზე ერთ-ერთი გამორჩეული პერფორმანსი ჰქონდა. ის უნარჩუნებდა აუტსაიდერ საქართველოს მოგების შანსებს, რაც საბოლოოდ პლეიოფის საგზურის მოპოვებით დასრულდა. კარის ხაზზე მისი თამაში საუკეთესო ფორვარდებსაც კი აშინებდა.
კრიშტიანუ რონალდუმ და პორტუგალიის ნიჭიერმა გუნდმა საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის კარს გასაღები ვერ მოუძებნეს. ორი წლის წინ მამარდაშვილის მიერ ნაჩვენებმა გმირულმა თამაშმა დაარწმუნა „ლივერპული“, მასში დიდი ფული გადაეხადათ, შემდეგ კი ერთწლიანი იჯარით „ვალენსიაში“ დაებრუნებინათ, ახლა კი მამარდაშვილმა კაოიმჰინ კელეჰერი ჩაანაცვლა და „წითლების“ სათადარიგო მეკარის როლშია. პრემიერლიგის მოქმედ გამარჯვებულ „ლივერპულს“ ჰყავს ორი ისეთი მეკარე, რომლებიც მსოფლიოს საუკეთესოებს შორის არიან“.
რეიტინგში ასევე მოხვდნენ პსჟ-ს მეკარე ლიუკა შევალიე, ჯორდან პიკფორდი (ევერტონი), უნაი სიმონი (ბილბაო), პირველი ათეული კი ასე გამოიყურება:
1. დავიდ რაია (არსენალი)
2. ტიბო კურტუა (რეალი)
3. ალისონ ბეკერი (ლივერპული)
4. ჯანლუიჯი დონარუმა (მანჩესტერ სიტი)
5. ჟოან გარსია (ბარსელონა)
6. იან ზომერი (ინტერი)
7. იან ობლაკი (ატლეტიკო)
8. მაიკ მენიო (მილანი)
9. მანუელ ნოიერი (ბაიერნი)
10. ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა).