გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ასოციაციის თასის წილისყრა - მამარდას ლივერპულს ვულვზი შეხვდა

ინგლისის ასოციაციის თასის მეხუთე რაუნდის წილისყრა ჩატარდა, რის შედეგადაც გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმა“ თავისი მეტოქის ვინაობა გაიგო.

მომდევნო ეტაპზე მერსისაიდული კლუბი „ვულვერჰემპტონს“ ესტუმრება. მატჩი 6-8 მარტის პერიოდში გაიმართება. სხვა წყვილები ასე გამოიყურება: ფულემი-საუთჰემპტონი, პორტ ვეილი/ბრისტოლი-სანდერლენდი, ნიუკასლი-მანჩესტერ სიტი, ლიდსი-ნორვიჩი, მენსფილდ თაუნი-არსენალი, რექსემი-ჩელსი და ვესტ ჰემი-ბრენტფორდი.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ ასოციაციის თასზე ასპარეზობა მესამე რაუნდიდან დაიწყო, სადაც „ბარნსლის“ მოუგო (4:1), მეოთხე რაუნდში კი „ბრაიტონი“ დატოვა უშანსოდ - 3:0.

აღსანიშნავია ისიც, რომ დამკვიდრებული პრაქტიკის მიუხედავად, როდესაც თასზე თამაშის საშუალება სათადარიგო მეკარეებს ეძლევათ, გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას ისედაც განიცდის, „ბრაიტონთან“ მატჩი გამოტოვა - არნე სლოტმა კარის დაცვა „წითლების“ პირველ ნომერს, ალისონ ბეკერს ანდო.

აქვე გეტყვით, რომ ბრაზილიელის გამოჯანმრთელების შემდეგ (22 ნოემბრიდან) ქართველმა მეკარემ მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა - ასოციაციის თასის მესამე რაუნდში, „ბარნსლისთან“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლომაია: „ალისონი წავა და მამარდა პირველი ნომერი გახდება“
ლომაია: „ალისონი წავა და მამარდა პირველი ნომერი გახდება“