ლივერპული, გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

ბრიტანული მედია: “მამარდაშვილი ბედნიერი არ არის“

FA Cup-ის 1/16-ფინალში ლივერპულმა ბრაიტონს უმასპინძლა და მარტივად 3:0 დაამარცხა. სამწუხაროდ, არნე სლოტი გიორგი მამარდაშვილს არც თასის მატჩში ენდო.

სწორედ ამ ფაქტს ეხმაურება ბრიტანული გამოცემა Rousingthekop და წერს, რომ გიორგი მამარდაშვილი ბედნიერი არ არის.

Rousingthekop:

„ბრაიტონის წინააღმდეგ, არნე სლოტის მიერ შერჩეულ შემადგენლობაში მოულოდნელი გამონაკლისი დაფიქსირდა. გიორგი მამარდაშვილის თავისი იშვიათი შანსი არ მიეცა. მიუხედავად იმისა, რომ ლივერპულმა მარტივად გაიმარჯვა, ველოდით, რომ ძირითად შემადგენლობაში ქართველ მეკარეს ვიხილავდით.

მისი სკამზე დატოვება უცნაური გადაწყვეტილებაა. ეს მამარდაშვილს არ მოეწონებოდა. ახლა ის თავისი მდგომარეობით ბედნიერი არ არის. გიორგი ლივერპულში იმისთვის მოიყვანეს, რომ სამომავლოდ ალისონი შეეცვალა, რომელიც ბოლო პერიოდში დამაჯერებელი აღარ არის.

არსებობს რისკი, რომ გიორგი მამარდაშვილი აღარ დაელოდება თავის წუთებს და მოთმინებას დაკარგავს. სლოტის მხრიდან, ეს საკმაოდ მკაფიო გზავნილს ჰგავს. ქართველმა მეკარემ ალისონთან დაკავშირებული სიტუაცია კარგად იცოდა, მაგრამ აშკარად თასის მატჩებში უფრო მეტ სათამაშო დროს ელოდა.

საბოლოო ჯამში, რაც არ უნდა საინტერესო პერსპექტივა ჰქონდეს მამარდაშვილს, აშკარაა, რომ თუ ალისონი ფორმას არ დაკარგავს, ის ყოველთვის გარიყული იქნება.“

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილმა ლივერპულის შემადგენლობაში 11-ჯერ ითამაშა და კარი მშრალად 3-ჯერ შეინახა. ქართველ მეკარეს ყველაზე მეტი სათამაშო დრო მას შემდეგ მიეცა, რაც ალისონ ბეკერმა ტრავმა მიიღო, თუმცა ბრაზილიელის დაბრუნების შემდეგ, მამარდა კვლავ სათადარიგოთა სკამის მოთამაშედ იქცა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იეგოიანი ერთ-ერთი საუკეთესო იყო | ექსელსიორის დრამატული მარცხი
იეგოიანი ერთ-ერთი საუკეთესო იყო | ექსელსიორის დრამატული მარცხი