გენგამი, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ზურიკოს დუბლით | სენტ-ეტიენმა გენგამს მოუგო

ლიგა 2-ის 23-ე ტურში ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ „გენგამს“ ესტუმრა და 2:1 გაიმარჯვა.

ქართველი შემტევი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მეათე წუთზე ლუკა სტასენმა პენალტი მოიპოვა, რომელიც გოლად დავითაშვილმა აქცია, მე-14 წუთზე კი ახლო მანძილიდან თავური დარტყმით ზურიკომ დუბლი გაიფორმა.

მე-60 წუთზე დონატიან გომისმა ანგარიშში ჩამორჩენა შეამცირა, თუმცა ეს მასპინძელთა მაქსიმუმი აღმოჩნდა, „მწვენეებმა“ კი 3 ქულის აღება მაინც მოახერხეს.

დავითაშვილის დუბლი

Sofascore-მა დავითაშვილის თამაში 8.3 ქულით შეაფასა. ზურიკოს სტატისტიკა ასეთი იყო: 2 გოლი, 2 საკვანძო პასი, 3-დან 2 ზუსტი ჩაწოდება, 37-დან 29 ზუსტი პასი (78%), 2 დარტყმა კარში, 59 შეხება ბურთთან, 5-დან 1 მოგებული ორთაბრძოლა და 4-დან 3 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა.

23 ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენი“ 40 ქულით ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზეა. ამდენივე ქულა აქვსთ „რეიმსს“ და „რედ სტარს“, ხოლო „ტრუა“ 41 ქულით ლიდერობს და 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იეგოიანი ერთ-ერთი საუკეთესო იყო | ექსელსიორის დრამატული მარცხი
იეგოიანი ერთ-ერთი საუკეთესო იყო | ექსელსიორის დრამატული მარცხი