14 წლის მათე ისაკაძე საქართველოს ნაკრებში (U17) | ირლანდიური შემროკიდან მიიწვიეს
კრისტალსპორტის ინფორმაციით, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებს შეკრებაზე 14 წლის მათე ისაკაძე შეუერთდება, რომელიც ირლანდიური შემროკ როვერის ფეხბურთელია და გასულ წელს ირლანდიის 15-წლამდე ნაკრებში 4 მატჩი ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ ესპანეთთან სადებიუტო მატჩში გუნდის კაპიტანი იყო.
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები, რომელსაც სანდრო კობახიძე წვრთნის, თებერვლის შეკრებაზე ორ ამხანაგურ მატჩს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ჩაატარებს, 24 თებერვალს რუსთავის საფეხბურთო ცენტრში, 26 თებერვალს დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში.
მათე ისაკაძე 2011 წლის 20 მაისს ირლანდიაში დაიბადა, 14 წლისაა. 1,72 მ. სიმაღლის ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც ორივე ფეხით თანაბრად კარგად თამაშობს, 2024 წლის მაისიდან შემროკ როვერსის აკადემიის ფეხბურთელია. მათეს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, საქართველოსი და ირლანდიის. ქართულ და ინგლისურ ენებზე საუბრობს.