ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

„მიზანი ასეულში დაბრუნებაა“ - ბასილაშვილი ფიზიკურ ფორმასა და გეგმებზე

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ჩოგბურთელმა და მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა მე-16 ნომერმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, „შუა დღეში“ თავის ფიზიკურ ფორმასა და 2026 წლის მიზნებზე ისაუბრა.

რა თქვა ბასილაშვილმა:

„ჩემი კარიერის განმავლობაში ძალიან ბევრი პრობლემა მქონდა ორნახევარი მატჩის ჩატარება თითქმის ყოველთვის, ტკივილგამაყუჩებლით მიწევდა. ამ კუთხით, იღბლიანი ნამდვილად არ ვყოფილვარ. ამ მომენტში ძალიან კარგი ფიზიკური მომზადების მწვრთნელი მყავს, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და უახლოეს პერიოდში ფიზიო-თერაპევტიც ამყავს, მის გარეშე ჩოგბურთის თამაში უბრალოდ წარმოუდგენელია. კარლოტა კი გვერდში როგორც მწვრთნელი, ისე მყავს. 2026 წელს ჩემი მიზანი ასეულში დაბრუნებაა და მინდა, კიდევ რამდენიმე ტიტული მოვიგო.“

33 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში ამჟამად, 136-ე ადგილზე იმყოფება. ქართველი ჩოგბურთელი კორტზე ბოლოს 14 თებერვალს, კატარის ტურნირზე გამოჩნდა და სამწუხაროდ, თამაში ნაადრევად შეწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბორტოლამის პირველი საშინაო მატჩი - 5 ცვლილება შემადგენლობაში
ბორტოლამის პირველი საშინაო მატჩი - 5 ცვლილება შემადგენლობაში