საქართველოს მორაგბეთა ნაკრები
Aa
Aa

ბორტოლამის პირველი საშინაო მატჩი - 5 ცვლილება შემადგენლობაში

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. წინა თამაშთან შედარებით ძირითადში 5 ცვლილება განხორციელდა. პირველივე წუთებიდან ესპანელებთან შეხვედრას დავით ნინიაშვილი, თედო აბჟანდაძე, დემურ თაფლაძე, გიორგი ახალაძე და ლადო ჩაჩანიძე დაიწყებენ.

უცვლელი დარჩა მესამე ხაზი, სადაც ისევ ლუკა ივანიშვილი, ბექა საღინაძე და თორნიკე ჯალაღონია იასპარეზებენ. მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა მარკო ბორტოლამიმ, რომლისთვისაც ეს ბორჯღალოსნებში სადებიუტო საშინაო მატჩი იქნება, კლასიკური მარქაფა შეარჩია. შერკინებაში გუნდს დაუბრუნდნენ კვაჭი ნიკა სუთიძე და მეორე ხაზელი გიორგი ჯავახია. თადარიგში გადაინაცვლა ლუკა გოგინავამ, ხოლო გიორგი ცუცქირიძე, რომელიც ცვლილებაზე შევა, წელს ნაკრების მაისურით პირველად ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ შარშანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში სწორედ ეს გუნდები შეხვდნენ და ქართველებმა ესპანელები 46:28 დაამარცხეს. საქართველო - ესპანეთის შეხვედრა შაბათს, 21 თებერვალს, ავჭალის სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 11. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. გელა აფრასიძე (პერპინიანი);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ვანო კარკაძე (ოიონა), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 6. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).

მარქაფა: 16. ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), 17. ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), 18. ბაჩუკი ჭუმბაძე (ექსეთერი), 19. გიორგი ჯავახია (ტულონი), 20. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი); 21. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 22. ლუკა მატკავა (ოიონა), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი).

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სამხრეთ აფრიკასთან მატჩებისთვის, 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დასახელდა
სამხრეთ აფრიკასთან მატჩებისთვის, 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დასახელდა