ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

ჯინგშანის ჩელენჯერი - ბასილაშვილი მერვედფინალში გავიდა

ჯინგშანის ჩელენჯერის 1/16-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი აუგუსტ ჰოლმგრენს დაუპირისპირდა და მარტივად, ორ სეტში 6:2 6:3 დაამარცხა.

პირველი სეტი მთლიანად ბასილაშვილის უპირატესობით წარიმართა, სადაც ქართველმა ჩოგბურთელმა 2 ბრეიკი შეასრულა და სეტი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

არც მეორე სეტი იყო განსხვავებული. ნიკოლოზი საკუთარ ჩაწოდებაზე იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ ჰოლმგრენს ერთ ბრეიკ პოინტიც კი არ ჰქონდა. საპირისპიროდ კი ბასილაშვილმა ერთი ბრეიკი შეასრულა, რაც სეტის და მატჩის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა.

ცნობისთვის, ბასილაშვილი ჯინგშანის ჩელენჯერის მერვედფინალში ბერნარდ ტომიჩს დაუპირისპირდება, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ჩენდუს ტურნრიზე შეხვდა და 2:6 7:5 7:5 დაამარცხა.

ასევე გეტყვით, რომ ჩენდუს ტურნირის დასრულების შემდეგ, სადაც ნიკოლოზი მეოთხედფინალში დამარცხდა, ATP რეიტინგში 10 საფეხურით დაწინაურდა და ის ახლა 618 ქულით მე-100 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსგავსი დონის ჩოგბურთელი არ მინახავს“ - მაკინროი ალკარასზე
„მსგავსი დონის ჩოგბურთელი არ მინახავს“ - მაკინროი ალკარასზე