ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

პარი სენ-ჟერმენის ამბიციური გეგმები | ჰოლანდის კანდიდატურას განიხილავენ

ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ, TeamTalk-მა საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ უკავშირდება. TeamTalk იუწყება, რომ პარიზული გრანდი „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელით, ერლინგ ჰოლანდით არის დაინტერესებული და პირველი ნაბიჯიც გადადგა.

პსჟ-მ ნორვეგიელი ფეხბურთელის მომავლის თაობაზე ფრთხილი მოკვლევა დაიწყო. ფრანგებმა ჰოლანდის წარმომადგენლებს სთხოვეს, რომ მის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდონ. ბრიტანული გამოცემა აცხადებს, რომ ჰოლანდით დაინტერესება უსმან დემბელეს კონტრაქტის ირგვლივ გაჩენილ გაურკვევლობას არ უკავშირდება.

„პარი სენ-ჟერმენის“ გარდა ჰოლანდს ბევრი გრანდი აკვირდება. ნორვეგიელი თავდამსხმელი მთლიანად „მანჩესტერ სიტიზეა“ ორიენტირებული, მაგრამ „არსენალი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ლივერპული“, „ჩელსი“ და „რეალი“ მაინც მაქსიმალურ ყურადღებას იჩენენ.

ჰოლანდს „სიტისთან“ კონტრაქტი 2034 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 25 წლის ნორვეგიელი ფეხბურთელი Transfermarkt-ზე 200 მილიონად არის შეფასებული და ლამინ იამალთან და კილიან მბაპესთან ერთად, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბიჭი, რომელმაც იუვენტუსი გააოცა - ტალანტი ნიკოლოზ კობზონაძე | კონტრ-შეტევა
ბიჭი, რომელმაც იუვენტუსი გააოცა - ტალანტი ნიკოლოზ კობზონაძე | კონტრ-შეტევა