ჟოზე მოურინიო, ვინისიუს ჟუნიორი, სამირ ნასრი
Aa
Aa

„მას ასე საუბრის უფლება არ აქვს“ - ნასრიმ მოურინიო გააკრიტიკა

„არსენალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, სამირ ნასრიმ, ვინისიუსს მხარი დაუჭირა და ჟოზე მოურინიო გააკრიტიკა.

ჩემპიონთა ლიგის მატჩის (1:0) 50-ე წუთზე ვინისიუსმა ყვითელი ბარათი მიიღო გოლის აღნიშვნისას კუთხურის ალამთან ცეკვისა და ჯანლუკა პრისტიანისთან კონფლიქტის გამო. ბრაზილიელმა განაცხადა, რომ

ლისაბონელთა კარში გატანილი ვინისიუსმა გამომწვევად აღნიშნა, რის შემდეგაც „ბენფიკას“ შემტევმა ჯანლუკა პრისტიანიმ მას რასისტული შინაარსის შეურაცხყოფა მიაყენა.

ვინიმ მსაჯს უთხრა, რომ მას მეტოქემ „მაიმუნი“ უწოდა. მატჩი რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პროტოკოლის შესაბამისად შეჩერდა. მოურინიომ თამაშის შემდეგ თქვა: „რაღაც რიგზე ვერაა. ყველა სტადიონზე, სადაც ის თამაშობს, ყოველთვის რაღაც ხდება“.

„მოთამაშეს 90 წუთის განმავლობაში უსტვენენ, მას გოლის გატანა უნდა... და შემდეგ მოურინიო ასეთ რამეს ამბობს.

როდესაც მან „ინტერთან“ ერთად „ბარსელონა“ დაამარცხა (2010 წლის ჩემპიონთა ლიგაზე), ჟოზემ მთელ სტადიონს წრე დაარტყა. „მანჩესტერ იუნაიტედში“ ის გოლს 20 მეტრზე მუხლებზე გასრიალებით აღნიშნავდა, თითქოს ტიერი ანრი ყოფილიყო. მას ასე საუბრის უფლება არ აქვს“,

– განაცხადა ნასრიმ Canal+-ის ეთერში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები