13-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - ალკარასი ფრიცთან დამარცხდა
ლეივერის თასზე კარლოს ალკარასის 13-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა. ესპანელი ჩოგბურთელი ტეილორ ფრიცთან ორ სეტში 3:6 2:6 დამარცხდა. მსოფლიოს გუნდი ევროპის გუნდს 9:3 ამარცხებს.
პირველ სეტში ტეილორმა ერთი ბრეიკი შეასრულა, რაც სეტის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა. საკუთარ ჩაწოდებაზე უშეცდომოდ იასპარეზა.
ფრიცი მეორე სეტში კიდევ უფრო მეტად დამაჯერებელი იყო და ამჯერად 2 ბრეიკი შეასრულა და მატჩი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.
შეგახსენებთ, რომ კარლოს ალკარასი ბოლოს უიმბლდონის ფინალში იანიკ სინერთან დამარცხდა და ამის შემდეგ უკლებლივ ყველა მატჩი მოიგო, მათ შორის იანიკ სინერთან ამერიკის ღია პირველობის ფინალში.
ასევე გეტყვით, რომ ესპანელი ჩოგბურთელი ამ მომენტისთვის ATP რეიტინგს 11540 ქულით ლიდერობს, ხოლო მეორე პოზიციაზე მყოფ სინერს 10780 ქულა აქვს.