კარლოს ალკარასი, ალექსანდრ ზვერევი, იანიკ სინერი
Aa
Aa

„მათ კონკურენციას ჯერჯერობით ვერ გავუწევთ“ - ზვერევი ალკარასი-სინერზე

ცოტა ხნის წინ ლეგენდარულმა გერმანელმა ჩოგბურთელმა ბორის ბეკერმა აღშფოთება ვერ დამალა იმის გამო, რომ კარლოს ალკარასსა და იანიკ სინერს დანარჩენები კონკურენციას ვერ უწევენ და არც ცდილობენ ამის გაკეთებას. წესით და რიგით, მისი ეს განცხადება ესპანელისა და იტალიელის კონკურენტებისთვის მოტივაციის მიმცემი უნდა ყოფილიყო, თუმცა ალექსანდრ ზვერევზე აშკარად საპირისპიროდ იმოქმედა, რაზეც გერმანელის კომენტარიც კარგად მეტყველებს:

„იმ სისწრაფეებს თუ გავითვალისწინებთ, რის ფონზეც ალკარასმა და სინერმა როლან გაროსის ფინალი ითამაშეს, მე ასეთი თამაში არასოდეს მინახავს. რა თქმა უნდა, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში გვყავდა დიდი ჩემპიონები და დიდი სამეულის წარმომადგენლების მონაწილეობით დიდი მატჩები იმართებოდა, მაგრამ ის ჩოგბურთი რაც კარლოსისა და იანიკის შესრულებით პარიზში ვნახეთ, რაღაც ახალი იყო. დღესდღეობით ესპანელი და იტალიელი დანარჩენებს გვისწრებენ და ჩვენი ამოცანაა მათ დონეს მივუახლოვდეთ. წელს ამისგან არაფერი გამოვა, 2026-ში კი მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ“.

ცნობისათვის, ალექსანდრ ზვერევს დიდი სლემის ტურნირი არასოდეს მოუგია - ის ამასთან ყველაზე ახლოს 2020 წლის ამერიკის ღია პირველობაზე, 2024 წლის როლან გაროსსა და 2025 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე იყო, თუმცა სამივე შემთხვევაში ფინალში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წლებია სიმსივნეს ებრძვის - ბორგს გარანტიებს ვერ აძლევენ
წლებია სიმსივნეს ებრძვის - ბორგს გარანტიებს ვერ აძლევენ