ბორის ბეკერი
Aa
Aa

„ასეთი უამბიციოები როგორ არიან“ - ბეკერის ხმაურიანი განცხადება

ლეგენდარული გერმანელი ჩოგბურთელი ბორის ბეკერი ბოლო პერიოდში საზოგადოების წინაშე საკუთარი პოდკასტის საშუალებით ჩნდება, სადაც უამრავ საინტერესო თემაზე საუბრობს. ამჯერად, მას ერთ-ერთმა მაყურებელმა სოციალური ქსელის საშუალებით დაუსვა შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება მსოფლიო ჩოგბურთში კარლოს ალკარასისა და იანიკ სინერის დომინაცია, რაზეც მისგან ასეთი პასუხი მიიღეს:

„არსებობენ სინერი და ალკარასი, მაგრამ სად არიან დანარჩენები? ზვერევი, დრეიპერი, ფრიცი, დე მინორი, რუუდი, რუნიე, მედვედევი, რუბლევი და ხაჩანოვი. მათი ბედი ძალიან მანაღვლებს, რადგან გამუდმებით თვლიან, რომ კარლოსსა და იანიკს კონკურენციას ვერ გაუწევენ. ასეთი უამბიციოები როგორ არიან? მესამე ადგილზე ყოფნა აკმაყოფილებთ, მათთვის ნებისმიერ ტურნირზე მეოთხედფინალისა და ნახევარფინალის თამაში ნორმალური მოვლენაა და ასე პროგრესირება გამორიცხულია“.

ცნობისათვის, ბორის ბეკერს კარიერის მანძილზე ავსტრალიის ღია პირველობა ორჯერ (1991, 1996), უიმბლდონი სამჯერ (1985, 1986, 1989), ხოლო ამერიკის ღია პირველობა ერთხელ (1989) აქვს მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველასთვის მაგალითი ხარ“ - თოფურიამ ალკარასს US Open-ის მოგება მიულოცა
„ყველასთვის მაგალითი ხარ“ - თოფურიამ ალკარასს US Open-ის მოგება მიულოცა