ალკარასი: ვარჯიშის დროს მხოლოდ იმაზე ვარ ფოკუსირებული, რომ სინერს მოვუგო
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, კარლოს ალკარასმა თავის მთავარ მეტოქეზე, იანიკ სინერზე ილაპარაკა.
სულ ცოტა ხნის წინ, ესპანელი ჩოგბურთელი იტალიელს US Open-ის ფინალში დაუპირისპირდა და დაამარცხა.
„მე მომწონს ჩვენი მეტოქეობა. ყველა მატჩი გვაიძულებს, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ. ვარჯიშების დროს მხოლოდ იმაზე ვარ ფოკუსირებული, როგორ გავაუმჯობესო თამაში და სინერს მოვუგო. ეს მეტოქეობა განსაკუთრებულია - ჩვენ ვიგებთ დიდი სლემის ტურნირებს და ვიბრძვით განსაკუთრებული მიღწევებისთვის“, - თქვა ალკარასმა.
შეგახსენებთ, რომ US Open-ის ფინალში, ესპანელმა ჩოგბურთელმა კარიერაში მეექვსე დიდი სლემის ტიტული მოიპოვა და იტალიელი მეტოქე ოთხ სეტში დაამარცხა — 6:2, 3:6, 6:1, 6:4.
ალკარასმა რეკორდული თანხა — 5 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა და მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსი დაიბრუნა.
ცნობისთვის, US Open-ის ქალთა ტურნირის გამარჯვებული არინა საბალენკა გახდა, რომელმაც ამანდა ანისიმოვა ორ სეტში დაამარცხა — 6:3, 7:6(3).