ილია თოფურია, კარლოს ალკარასი
Aa
Aa

„ყველასთვის მაგალითი ხარ“ - თოფურიამ ალკარასს US Open-ის მოგება მიულოცა

UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ კარლოს ალკარასს US Open-ის მოგება მიულოცა.

„დიდი კარლიტო! შენ ყველასთვის მაგალითი ხარ, კარლოს“, - დაწერა „ელ მატადორმა“ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ US Open-ის ფინალში, კარლოს ალკარასი იანიკ სინერს დაუპირისპირდა. ესპანელმა ჩოგბურთელმა კარიერაში მეექვსე დიდი სლემის ტიტული მოიპოვა და იტალიელი მეტოქე ოთხ სეტში დაამარცხა — 6:2, 3:6, 6:1, 6:4.

ალკარასმა რეკორდული თანხა — 5 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა და მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსი დაიბრუნა.

ცნობისთვის, US Open-ის ქალთა ტურნირის გამარჯვებული არინა საბალენკა გახდა, რომელმაც ამანდა ანისიმოვა ორ სეტში დაამარცხა — 6:3, 7:6(3).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ალკარასი სულ სხვა დონეზეა“ - ნადალი US Open-ის ფინალამდე
„ალკარასი სულ სხვა დონეზეა“ - ნადალი US Open-ის ფინალამდე