კარლოს ალკარასი, იანიკ სინერი
Aa
Aa

„შენ უფრო ხშირად გხედავ, ვიდრე ოჯახის წევრებს“ | სინერისა და ალკარასის კომენტარები

US Open-ის ფინალში იანიკ სინერი კარლოს ალკარასს დაუპირისპირდა. ესპანელმა ჩოგბურთელმა კარიერაში მეექვსე დიდი სლემის ტიტული მოიპოვა და იტალიელი მეტოქე ოთხ სეტში დაამარცხა — 6:2, 3:6, 6:1, 6:4. ალკარასმა რეკორდული თანხა — 5 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა და მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსი დაიბრუნა.

„პირველ რიგში, მინდა იანიკზე ვისაუბრო. დაუჯერებელია, რასაც მთელი სეზონის განმავლობაში აჩვენებ. ყველა ტურნირზე უმაღლეს დონეზე თამაშობ და შენ უფრო ხშირად გხედავ, ვიდრე ჩემი ოჯახის წევრებს. ბედნიერი ვარ, რომ კორტზე შენთან ერთად ვიყავი და ვნახე, გუნდთან ერთად რამდენს მუშაობ.

ჩემს გუნდსა და ოჯახს რაც შეეხება — ძალიან გამიმართლა, რომ თქვენ მყავხართ. სიმართლე გითხრათ, ეს დიდი პატივია. ბევრს მუშაობთ, რომ უკეთესი გავხდე და მხოლოდ პროფესიონალურ დონეზე არ ვგულისხმობ — ხასიათის კუთხითაც მეხმარებით. ჩემი გარემოცვით ძალიან ვამაყობ და დიდი მადლობა. ჩემი მიღწევები თქვენი დამსახურებაა“, — განაცხადა ალკარასმა.

„პირველ რიგში, კარლოსსა და მის გუნდს მივმართავ: გილოცავ, შენ დავალებას საოცრად გაუმკლავდი. ვიცი, რომ დღევანდელი თამაშისთვის ბევრი იშრომე. ჩემზე უკეთესი იყავი და გილოცავ. შეგიძლია თითოეული წამით დატკბე. მადლობა ჩემს გუნდს, რომ მხარს მიჭერენ და მიგებენ. დაუჯერებელი სეზონი იყო, რომლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი ჩავატარე. დღეს მაქსიმუმი გავაკეთე და მეტი უბრალოდ აღარ შემეძლო“, — აღნიშნა სინერმა.

ცნობისთვის, US Open-ის ქალთა ტურნირის გამარჯვებული არინა საბალენკა გახდა, რომელმაც ამანდა ანისიმოვა ორ სეტში დაამარცხა — 6:3, 7:6(3).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ესპანეთის დომინაცია თურქეთში - ფურია როხამ 6:0 მოიგო
ესპანეთის დომინაცია თურქეთში - ფურია როხამ 6:0 მოიგო