ბოდო/გლიმტის სასწაული - პლეი-აუტის მე-2 სათამაშო დღე დასრულდა
ჩემპიონთა ლიგის პლეი-აუტის მეორე სათამაშო დღე დასრულდა. გულშემატკივრებმა საინტერესო მატჩები იხილეს და სენსაციაც დაფიქსირდა.
დღის პირველი მატჩი ნიუკასლმა ყარაბაღს 6:1 მოუგო. პირველ ტაიმში გორდონმა პოკერი შეასრულა და ისტორიაში მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ამის გაკეთება შეძლო. პირველად ეს ლუის ადრიანომ გააკეთა. კაჭკაჭები ფაქტობრივად მერვედფინალში არიან.
რაც შეეხება სენსაციურ მატჩს, ბოდო/გლიმტმა ინტერს უმასპინძლა და ბევრისთვის მოულოდნელად 3:1 დაამარცხა. განმეორებითი მატჩს წინ, ნორვეგიელებმა კომფორტული უპირატესობა შეიქმნეს.
ლევერკუზენის ბაიერმა სტუმრად საკმაოდ მძიმე ბრძოლაში ოლიმპიაკოსი დაამარცხა. პატრიკ შიკმა 3-წუთიან მონაკვეთში დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.
მადრიდის ატლეტიკომ უმძიმესი ბრძოლა გადაიტანა და გამარჯვებამდე საკმაოდ ცოტა დააკლდა. როხიბლანკო 3:2-ს იგებდა, თუმცა ბოლო წუთებზე ბელგიელებმა წონასწორობა აღადგინეს. ყველაფერი მადრიდში გადაწყდება.
ცნობისთვის, განმეორებითი მატჩები 24 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება. მხოლოდ ატლეტიკოსა და ბრიუგეს შეხვედრა აიღებს სტარტს 21:45-დან.