მერაბ დვალიშვილი, კორი სენდჰეგენი
Aa
Aa

„ჩხუბის 90 პროცენტი დგომში წარიმართება“ | მერაბი მომდევნო მეტოქეზე

მერაბ დვალიშვილის საბრძოლო კვირა დაიწყო. UFC 320-ზე „მანქანა“ საჩემპიონო ქამრის დაცვას შეეცდება და კორი სენდჰეგენს დაუპირისპირდება. ქართველმა მებრძოლმა SHAK MMA-ს ინტერვიუ მისცა და მოახლოებულ ჩხუბზე ილაპარაკა.

„სენდჰეგენი სახიფათო მეტოქეა. დგომს ხშირად იცვლის, კარგი კარდიო აქვს და ნამდვილად სახიფათოა. მომწონს, რომ თავდაჯერებულია და ძლიერ მოწინააღმდეგეს ველოდები. როდესაც რთული ორთაბრძოლა მაქვს, ყოველთვის ჩემი თავის საუკეთესო ვერსიას ვაჩვენებ და ვნახოთ, რა მოხდება.

კორის ჩემი დანოკაუტება, საჩემპიონო ქამრის დასაკუთრება და ხელებისა და ფეხების მომტვრევა უნდა. ჩემი მიზანია, მას ამის უფლება არ მივცე. ახლა ჩემი მტერია და ტიტულის დათმობას, განსაკუთრებით მასთან, ნამდვილად არ ვაპირებ. სენდჰეგენის დანოკაუტებას ვგეგმავ და სტრაიკინგში ავყვები. ჩემი გეგმა აქცენტის სტრაიკინგზე გაკეთებაა. ორთაბრძოლის 90 პროცენტი დგომში წარიმართება და ჯონ ვუდთან ამ კომპონენტზე ბევრს ვმუშაობ.“

დვალიშვილის მთავარი იარაღი, კარდიოსთან ერთად, ჭიდაობა და თეიქდაუნების შესრულებაა. მერაბის განცხადებამ, რომ ჩხუბის 90 პროცენტი დგომში წარიმართება და სტრაიკინგზე გაკეთდება აქცენტი, დიდი გამოხმაურება ჰპოვა. MMA-ს ქომაგთა ნაწილი თვლის, რომ ეს არ მოხდება და „მანქანა“ საკუთარ სტილს არ უღალატებს. გეტყვით იმასაც, რომ დვალიშვილისა და სენდჰეგენის ჩხუბს თბილისის დროით 5 ოქტომბერს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მნიშვნელოვანი გასვლითი მატჩი მოვიგეთ“ - არველაძის მორიგი გამარჯვება ქასიმპაშაში
„მნიშვნელოვანი გასვლითი მატჩი მოვიგეთ“ - არველაძის მორიგი გამარჯვება ქასიმპაშაში