ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

დიდი კითხვის ნიშანი | Le Parisien-ის ბოლო ინფორმაცია ხვიჩას ტრავმაზე

ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ, Le Parisien-მა ხვიჩა კვარაცხელიაზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა. „ოსერთან“ მატჩში ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს მისი შეცვლა მოუწია.

Le Parisien-ის მიხედვით, „ბარსელონასთან“ „კვარას“ თამაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. განსხვავებული სიტუაციაა ვიტინიასთან მიმართებით. „პარი სენ-ჟერმენი“ დიდი ოპტიმიზმითაა განწყობილი და მაღალია ალბათობა, რომ ის „ბლაუგრანას“ წინააღმდეგ მოედანზე ვიხილოთ.

ცნობისთვის, კვარაცხელიას ტკივილი ბარძაყის კუნთის არეში აწუხებდა. ფრანგული მედია ვარაუდობდა, რომ ხვიჩა „ბლაუგრანას“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებდა და როგორც ჩანს, მათი პროგნოზი გამართლდა. „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირება პირველ ოქტომბერს გაიმართება.

გეტყვით იმასაც, რომ „პარი სენ-ჟერმენს“ ტრავმის გამო უსმან დემბელე, დეზირე დუე და მარკინიოსი ვერ დაეხმარებიან. ასევე, საეჭვოა ჟოაუ ნევეშისა და ფაბიან რუისის თამაშიც.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰამბურგის ფრე უნიონ ბერლინთან - გოჩოლეიშვილი სასტარტოში იყო
ჰამბურგის ფრე უნიონ ბერლინთან - გოჩოლეიშვილი სასტარტოში იყო