ჰამბურგის ფრე უნიონ ბერლინთან - გოჩოლეიშვილი სასტარტოში იყო
გერმანიის ბუნდესლიგის მე-5 ტურში, გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი“ სტუმრად „უნიონ ბერლინს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ, 0:0 ითამაშა.
გიორგი გოჩოლეიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ფაქტობრივად, მთელი მატჩი ითამაშა. მთავარმა მწვრთნელმა ქართველი მცველი შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-8 წუთზე შეცვალა და რამდენიმე წამში მთავარმა მსაჯმა მატჩიც დაასრულა.
დღევანდელ შეხვედრაში გიორგი გოჩოლეიშვილის სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 64 შეხება, 32-დან 28 ზუსტი პასი, 5-დან 2 ზუსტი ჩაწოდება, 2-დან 1 ზუსტი გრძელი პასი, 3 საკვანძო პასი, 4-დან 2 წარმატებული დრიბლინგი, 8-დან 2 მოგებული პოზიციური დუელი, 1 განმუხტვა. Sofascore-ზე მისი თამაში 6.4 ქულით შეფასდა.
გიორგი გოჩოლეიშვილმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მე-4 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ოთხივე შეხვედრაში თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. ქართველ ფეხბურთელს ჯერჯერობით, საგოლე მოქმედება არ ჰქონია.
5 ტურის შემდეგ „ჰამბურგს“ 5 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-13 პოზიციაზე იმყოფება. გიორგი გოჩოლეიშვილის გოლი მომდევნო შეხვედრას 5 ოქტომბერს, საკუთარ მოდეანზე „მაინცის“ წინააღმდეგ გამართავს.