ლუის ენრიკე, პედრი
Aa
Aa

ჰარი პოტერია, იმედი მაქვს ჯადოსნურ ჯოხს არ მოიტანს | ენრიკე პედრიზე

ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაში „ბარსელონა’’ პსჟ-ს მიიღებს. პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ, ვინც კატალონიურ კლუბში თამაშობდა და შემდეგ მწვრთნელად მუშაობდა, მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ლუის ენრიკე: „ყველა მწვრთნელს დაცვასა და შეტევაში ბალანსი სურს. თუ ხვალინდელ თამაშს ავიღებთ მხედველობაში, იშვიათი შემთხვევაა, როცა ერთმანეთის მსგავსი გუნდები თამაშობენ. „ბარსელონა’’ უტევს ძალიან კარგი ხარისხის მოთამაშეებით და ამასთან ერთად დაცვაში კარგად მოქმედებენ. ორივე გუნდს ბურთის კონტროლი და რისკის აღება სურს, ორივე გუნდისთვის დიდებული გამოცდა იქნება. ამაღელვებლია ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომელსაც ჩვენი მსგავსი მენტალიტეტი აქვს და ტოპ დონის მწვრთნელი ჰყავს, ვისაც დიდი ხანია ვიცნობ.

პედრის ძალიან კარგად ვიცნობ, საოცარი ფეხბურტელია. მომწონს „ბარსას’’ თამაში, განსაკურებით ეს პედრიზე შემიძლია ვთქვა. პედრი ჰარი პოტერია, იმედი მაქვს ხვალ ჯადოსნურ ჯოხს არ მოიტანს.

„ბარსელონაზე’’ ცუდის თქმა არ შემიძლია, ფეხბურთელისა და მწვრთნელის რანგში აქ წლები გავატარე, კლუბის მადლიერი ვარ’’.

ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს მცირე ტრავმის გამო ვერ დაეხმარება. ვიტინიას, რუიზისა და ნევეშის თამაში საეჭვოა. როგორც ენრიკემ აღნიშნა, მათი მდგომარეობა ხვალ შეფასდება.

აღნიშნული დაპირისპირება პირველ ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გაბრაზებული დე ბრუინი და კონტეს პასუხი | ალეგრი მილანის თამაშით კმაყოფილია
გაბრაზებული დე ბრუინი და კონტეს პასუხი | ალეგრი მილანის თამაშით კმაყოფილია