ანდრია ბართიშვილი
Aa
Aa

U17 | საქართველომ ამხანაგურ მატჩში ლიეტუვას მოუგო

საქართველოს 17-წლამდე ვაჟ ფეხბურთელთა ნაკრებმა ლიეტუველ თანატოლებთან მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა და 3:0 დაამარცხა.

თბილისის დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში მე-9 წუთზე ანდრია ბართიშვილმა გახსნა, რომელმაც ცირამუას პასი გამოიყენა. პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ ანდრია ბართიშვილმა გაისროლა და სხვაობა ორამდე გაზარდა. ამ უკანასკნელმა თავი 48-ე წუთზე გამოიჩინა.

მატჩში საბოლოო შედეგი გიორგი გორგაძემ 77-ე წუთზე დასვა, რომელმაც წინა გოლის ავტორი ანდრია ბართიშვილი შეცვალა.

ცნობისთვის, სანდრო კობახიძის გუნდი ოქტომბრის თვეში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორ შეხვედრას გამართავს.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები 24 ოქტომბერს ისლანდიას ესტუმრება, ხოლო 30 ოქტომბერს საბერძნეთს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბულგარეთის ნაკრების ლეგიონერები - დიმიტროვმა სია გამოაქვეყნა
ბულგარეთის ნაკრების ლეგიონერები - დიმიტროვმა სია გამოაქვეყნა