შეთანხმება ჩაიშალა | კორღალიძე იბერიაში არ დაბრუნდება
ლევან კორღალიძე „იბერიას'' მთავარ მწვრთნელად არ დაბრუნდება. მხარეები მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, თუმცა შეთანხმება ჩაიშალა. ინფორმაცია კლუბში დაგვიდასტურეს.
45 წლის სპეციალისტი „იბერიას’’ 2020-21, 2021-22, და 2024-25 წლებში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით 2024 წლის სეზონში „იბერია'' საქართველოს ჩემპიონი გახდა. კლუბიდან გასულ ზაფხულში, ევროტურნირებზე წარუმატებელი მუშაობის შემდეგ წავიდა.
კორღალიძე გეგუჩაძემ შეცვალა, თუმცა მისი მუშაობაც წარუმატებელი იყო. „იბერიამ'' უმაღლეს ლიგაში 2 მატჩი მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 3 დათმო. ასევე, საქართველოს თასის მერვედფინალში „იბერიამ'' „ტორპედო’’ დაამარცხა (2:1). გია გეგუჩაძის ხანმოკლე მუშაობის შემდეგ კორღალიძის დაბრუნების ვარიანტი განიხილებოდა, მხარეები შეთანხმდნენ, თუმცა საბოლოოდ შეთანხმება ჩაიშალა.
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში „იბერია'' 53 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „დილას'' 6 ქულით ჩამორჩება.