საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

ეს მიუღებელია | რუნიაიჩი გოგლიჩიძეს არ ათამაშებს და დაცვას აკრიტიკებს

სერია A-ს ბოლო ორ მატჩში „უდინეზემ’’ 6 გოლი გაუშვა, „მილანმა’’ და „სასუოლომ’’ უდინელებს 3-3 გოლი გაუტანეს. „სასუოოსთან’’ მარცხის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა კოსტა რუნიაიჩმა, რომელიც ბოლო მატჩებში საბა გოგლიჩიძეს თამაშის შანს არ აძლევს, თავისი გუნდის დაცვის ხაზი გაარიტიკა.

კოსტა რუნიაიჩი: „ბოლო ორ თამაშში ექვსი გოლი გავუშვით, ეს მიუღებელია. დაცვითი ფაზა ფეხბურთში კრიტიკულია. ვცდილობთ ეს კონცეფცია გუნდს გადავცეთ. ლამაზი თამაში მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ყოველთვის ქულებს არ გაძლევს. თუ დაცვაში მყარი საფუძველი არ გაქვს, შორს ვერ წახვალ. ამ მიმართულებით (დაცვაში თამაშს გულისხმობს) გუნდში ბევრს ვმუშაობთ. ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. საჭიროა ფოკუსირებულნი, აგრესიულნი და პასუხისმგებლიანნი ვიყოთ’’.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში „უდინეზემ’’ 5 მატჩი ჩაატარა, იტალიის თასზე - 2. რუნიაიჩმა გოგლიჩიძე სასტარტოში ერთხელაც არ ათამაშა, ოთხ შეხვედრაში გოგლიჩიძე სათადარიგოთა სკამზე დატოვა, სამ მატჩში ცვლილებაზე გამოიყვანა.

მეორე ტურში მილანის „ინტერთან’’ გოგლიჩიძემ მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. გაჩნდა მოლოდინი, რომ საბა უფრო მეტ სათამაშო დროს მიიღებდა, თუმცა „ინტერთან'' თამაშის შემდეგ საბას სათამაშო დრო შემცირდა და მას შემდეგ მხოლოდ 15 წუთი ითამაშა (მე-3 ტურში „პიზასთან'').

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პარკაძე ბაიერნს აღარ ეკუთვნის | ახალ კლუბში პირველ გოლთან ახლოს იყო
პარკაძე ბაიერნს აღარ ეკუთვნის | ახალ კლუბში პირველ გოლთან ახლოს იყო