მახაჩევი ახალი ჩემპიონია | დენას პროგნოზი და ილიას შეფასება
UFC-ში ქვესაშუალო წონაში ისლამ მახაჩევმა ჯეკ დელა მადალენა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ქამარს დაეუფლა. დაღესტნელი მებრძოლი ორი წონის ჩემპიონია.
მადალენა 8 წელი არ დამარცხებულა და დღეს მისი წარმატებული სერია შეწყდა, ხოლო მახაჩევის სერია 9 წელსა და ხუთ თვეს შეადგენს.
ცნობისთვის, ამ გამარჯვებამდე UFC-ის Pound-for-pound რეიტინგში მახაჩევი მეორე პოზიციას იკავებდა და მხოლოდ „ელ მატადორს“ ჩამორჩებოდა. UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა მახაჩევი-მადალენას ბრძოლამდე განაცხადა, რომ თუ ისლამი დელა მადალენას დაამარცხებდა და ქამარს დაისაკუთრებდა, ილიას ადგილს წაართმევდა და პირველი გახდებოდა.
დენას განცხადება ამ ბრძოლამდე: „რამდენად შთამბეჭდავია ისლამ მახაჩევის გამარჯვებების სერია? ისლამმა ყველასთან იჩხუბა და ყველა დაამარცხა, რის შემდეგაც სხვა წონით დივიზიონში გადავიდა. ამ მომენტისთვის, P4P რეიტინგში მეორე ნომერს იკავებს და თუ დელა მადალენა დაამარცხა, ილიას პირველ ადგილს წაართმევს. მახაჩევი მეორე წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდება, ყველა მეტოქე დამარცხებული ეყოლება და pound-for-pound რეიტინგში პირველ ადგილზე გადაინაცვლებს.“
ამ ბრძოლას ილია თოფურია გამოეხმაურა:
„ჯეკმა მთელი კემპი ჭიდაობას უნდა დაუთმოს. იმედგამაცრუებელი ჩემპიონია. საქართველოში წადი და ისწავლე.
ისლამ შენ ის გჭირდება, რასაც ვარჯიში ვერ მოგიტანს, რაშიც ვერ ივარჯიშებ. ეს ემოციაა. MMA-ში ყველაზე მოსაწყენი ხარ. ყოველდღე ვრწმუნდები, რომ დაგამარცხებ’’.