გოგა ბითაძე, კევინ დურანტი, ალპერენ შენგუნი, ორლანდო მეჯიქი, ჰიუსტონ როკეტსი
Aa
Aa

ბითაძის 4 ქულა და 4 მოხსნა - ორლანდომ ოვერტაიმში ჰიუსტონთან წააგო

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგ ტურში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ „ჰიუსტონ როკეტსს“ ესტუმრა და ოვერტაიმში 113:117 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 15:33 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 4 ქულას, 4 მოხსნას (3 შეტევაში, 1 დაცვაში), 1 შედეგიან გადაცემას, 1 დაფარებას და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. გოგამ 2-დან 1 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

ბითაძის გამორჩეული მომენტები

პაოლო ბანკეროს არყოფნაში „მეჯიქს“ ფრანც ვაგნერმა ულიდერა - 29 ქულა, 5 მოხსნა, 4 ასისტი. დესმონდ ბეინს 26 ქულა ჰქონდა, ენტონი ბლექს კი 18. რაც შეეხება „ჰიუსტონს“, კევინ დურანტმა 35 ქულას, 5 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა დაუმატა, ხოლო ალპერენ შენგუნმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - 30 ქულა, 12 მოხსნა, 8 ასისტი.

14 მატჩის შემდეგ „ორლანდო“ 7 მოგებითა და 7 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მეათე ადგილზეა. მომდევნო მატჩს გოგა ბითაძის გუნდი 19 ნოემბერს საკუთარ კედლებში „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ჯორდანის რეკორდი გაიმეორა - კარის ვერ აჩერებენ
    ჯორდანის რეკორდი გაიმეორა - კარის ვერ აჩერებენ