ტორონტო რეპტორსი, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილის 12 ქულა - ტორონტომ ინდიანა დაამარცხა

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ ტურში ტორონტო ინდიანას ესტუმრა და მარტივად 129:111 დაამარცხა.

ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი სანდრო მამუკელაშვილმაც შეიტანა, რომელსაც კარგი მატჩი ჰქონდა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 22 წუთი და 9 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში მან 12 ქულას, 4 მოხსნას და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

მატჩის მიმდინარეობისას სანდრომ 3-ჯერ სცადა 3-ქულიანის ჩაგდება და ერთი გამოუვიდა. 6-ჯერ ისროლა 2-ქულიანი და 4 ჩააგდო. 2 საჯარიმო ტყორცნიდან 1 გამოიყენა.

4 მოხსნიდან ოთხივე საკუთარ ფარზე შეასრულა. ჯამში მამუკელაშვილმა 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, ტორონტო აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე აღზევდა. შემდეგ ტურში რეპტორსი  შარლოტს უმასპინძლებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ბითაძის 6 ქულა - ორლანდომ ზედიზედ მესამედ მოიგო
    ბითაძის 6 ქულა - ორლანდომ ზედიზედ მესამედ მოიგო