ნიგერიის ნაკრები
Aa
Aa

ნიგერიის მწვრთნელი კონგოელებს ვუდუს მაგიის გამოყენებაში ადანაშაულებს

ნიგერიის ნაკრების მწვრთნელმა, ერიკ შელმა კონგოელი ფეხბურთელები და სამწვრთნელო პერსონალი ვუდუს მაგიის გამოყენებაში დაადანაშაულა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ერიკ შელი პენალტების მიმდინარეობისას კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლებს დაუპირისპირდა, მოგვიანებით კი მას ჰკითხეს, თუ რა იყო ამის მიზეზი, შელმა კი უპასუხა, რომ მეტოქე გუნდის წარმომადგენლები ვუდუს მაგიას იყენებდნენ.

რას ამბობს შელი:

„მთელი პენალტები სერიის განმავლობაში, კონგოს შტაბიდან ერთი ბიჭი ვუდუს მაგიას აკეთებდა. ის თავზე უცნობი სითხით სავსე ბოთლს აქნევდა. ასეთი რამ ადრეც მაქვს ნანახი და ზუსტად ვიცი, ეს ვუდუს მაგია იყო.“

საგულისხმოა, რომ ამასთან დაკავშირებით, განცხადება კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციამაც გაავრცელა და ბრალდება კატეგორიულად უარყო.

აფრიკის კონტინენტზე, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში ნიგერიის ნაკრები საკუთარ მოედანზე კონგოსთან პენალტების სერიაში 4:3 დამარცხდა და შედეგად, მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კი პლეი-ოფის ფინალში ითამაშებს და გამარჯვების შემთხვევაში, 1974 წლის შემდეგ პირველად, მუნდიალის საგზურს მოიპოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კამერუნის შემდეგ ნიგერიაც - სუპერარწივები მსოფლიოზე არ ითამაშებენ
კამერუნის შემდეგ ნიგერიაც - სუპერარწივები მსოფლიოზე არ ითამაშებენ