გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

გუნდთან ერთად ვარჯიში ნაწილობრივ განაახლა | ჩაკვეს დაბრუნებას მალე ელიან

CrystalSport-ის ცნობით, გიორგი ჩაკვეტაძემ გუნდთან ერთად ვარჯიში ნაწილობრივ განაახლა. ამ ეტაპზე ინდივიდუალურადაც ემზადება და მოსალოდნელია, რომ მალე გუნდთან ერთად სრულფასოვნად ივარჯიშებს. 

„გიორგი ტრავმისგან გვიბრუნდება. საჭიროა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის პროგრესს ყურადღება მივაქციოთ და ვიპოვოთ, საუკეთესო დრო, რათა გუნდს შეუერთდეს'' - ეს განცხადება „უოტფორდის'' მთავარმა მწვრთნელმა ხავი გარსიამ 30 ოქტომბერს გააკეთა. 

ჩაკვეტაძეს 2025 წლის 5 აპრილის შემდეგ არ უთამაშია. გასულ სეზონში 26 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და მას შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდს გადის, რომელიც საკმაოდ გაიწელა. „ჩაკვეს“ ფეხის თითის პრობლემები აწუხებს და ოქტომბერში გრასიამ განაცხადა, რომ გიორგი საუკეთესო მომენტში უნდა დაბრუნდეს. 

ჩემპიონშიფის 15 ტურის შემდეგ „უოტფორდს“ 20 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-15 პოზიციაზეა. „კრაზანები“ მომდევნო შეხვედრას 2 ნოემბერს „დერბის“ წინააღმდეგ  სტუმრად გამართავენ. 

„უოტფორდმა'' 15-დან 5 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და 5 დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბოლო დაბრკოლება გიორგის კედელია“ | Marca-ს სტატია მამარდაშვილზე
„ბოლო დაბრკოლება გიორგის კედელია“ | Marca-ს სტატია მამარდაშვილზე