გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

„ამის შესახებ მაშინ იცოდა, როდესაც კონტრაქტზე ხელს აწერდა“ - ლივერპულის ექს-მეკარე მამარდაშვილზე

„ლივერპულის“ მეკარე, ალისონ ბეკერი სექტემბრის ბოლოს, „გალათასარაისთან“ მიღებული ტრავმის შემდეგ გუნდში დაბრუნდა და უახლოეს დღეებში სავარჯიშო პროცესშიც ჩაერთვება. ბრაზილიელის არყოფნისას, ის გიორგი მამარდაშვილმა ჩაანაცვლა, თუმცა ბრიტანულ მედიაში იწერება, რომ ალისონის დაბრუნების შემდეგ ქართველი მეკარე კვლავ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს. ეს კი სანაკრებო პაუზის შემდეგ, პრემიერ ლიგის უახლოეს ტურში, „ნოტინგემ ფორესტის“ წინააღმდეგ გასამართ მატჩში მოხდება, რომელიც 22 ნოემბერს გაიმართება.

„ლივერპულში“ მეკარეების გარშემო შექმნილ ვითარებაზე კლუბის ყოფილმა მეკარემ, კრის კირკლენდმა ისაუბრა. ვეტერანმა მეკარემ განაცხადა, რომ ალისონის დაბრუნებით, გიორგი მამარდაშვილი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

რას ამბობს კირკლენდი:

„მამარდაშვილის მდგომარეობის კარგად მესმის, ვიცი, რომ რთულია, მაგრამ ამას სწორედ მაშინ ხვდები, როდესაც კონტრაქტზე ხელს აწერ. ის თამაშებს კიდევ მიიღებს, რადგან წინ ბევრი მატჩია. ახლა მას სათამაშო წუთების თვალსაზრისით მცირე ფორა აქვს. არ ვიცი, როგორ არის ალისონი, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ მწვრთნელი საგონებელში იქნება. თუ ალისონი ფორმას აღიდგენს, შემადგენლობაში დაუყოვნებლივ დააბრუნებს.“

„ეს მამარდაშვილისთვის რთული იქნება, რადგან ყოველ კვირაში თამაშიდან ახლა უთამაშებლობაზე მოუწევს გადასვლა, მაგრამ თავიდანვე გაცნობიერებული ექნებოდა, რომ ამ სიტუაციაში აღმოჩნდებოდა. ალბათ, იცის, რომ ალისონის ჩანაცვლება შეუძლია, მაგრამ გულის სიღრმეში იმასაც ფიქრობს, რომ ამისთვის გარკვეული პერიოდი მოუწევს ლოდინი. როდესაც შესაძლებლობა მიეცემა და ძირითად შემადგენლობაში იქნება, ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენოს.“

მიმდინარე სეზონში, გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულის“ მაისურით ყველა ტურნირზე 9 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 3 შეხვედრაში შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დე ლა ფუენტეს ორკესტრი, კვარა შვიდი მეტოქის წინააღმდეგ“ | რას წერს Marca
„დე ლა ფუენტეს ორკესტრი, კვარა შვიდი მეტოქის წინააღმდეგ“ | რას წერს Marca