ერთიანობით გრანდთან წარმატება შესაძლებელია | სვანაძის პრესკონფერენცია
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გერმანიის ახალგაზრდულ ნაკრებთან მატჩის წინ „მიხეილ მესხზე’’ პრესკონფერენცია გამართა.
რამაზ სვანაძე: გერმანიას ვვეთამაშებით, ევროპასა და მსოფლიოში ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს. განწყობაც შესაბამისია. ვიცი, რომ ფავორიტები არ ვართ, მაგრამ ასეთ გუნდთან ადრეც გვითამაშია. ერთსულოვნების ხარჯზე წარმატების მიღწევა შეგვიძლია. ჩემი ფეხბურთელები თამაშიდან თამაშამდე იზრდებიან. გერმანიასთან მატჩს ოპტიმიზმით ვხვდებით.
ძირითადი მიზანი არის ის, რომ ეროვნული ნაკრები ფეხბურთელებით მოვამარაგოთ. მეორე მიზანი შედეგია. ყოველ ორ წელში ახალი თაობა მოდის და ბევრი პრობლემის კომპენსირება უნდა მოხდეს, რაც მარტოვი არაა, თუმცა ორჯერ ევროპაზე თამაშიც რთული იყო.
მეკარის შეცვლა მაქაცარიას უთამაშებლობით აიხსნება. მაქაცარია უთამაშებელი იყო, პაპუნასთან დაკავშირებით განსხვავებული ვითარებაა, ამიტომ სასტარტოში ბერუაშვილი დავაყენე.
თაობები ერთმანეთს არ ჰგავს, ალბათ გამონაკლისია ესპანეთი. მესმის, რომ ახლა ინდივიდუალურად გამოკვეთილი ფეხბურთელები არ გვყავს, მაგრამ მოთამაშეებს მაქსიმალურად ვიყენებთ.
ჩვენ ფეხბურთელებს მოტივაციაზე ვესაუბრეთ. არაფერია იმაზე კარგი, როცა შენ ასეთ ძლიერ ნაკრებს ეთამაშები. ეს უნდა იყოს შენი შესაძლებლობების წარმოჩენის დიდი სურვილი. მე გრანდებთან თამაშს მიჩვეული ვარ. საბერძნეთთან მხოლოდ ორმა ლეგიონერმა ითამაშა. ფეხბურთში ხშირად ყოფილა, რომ ჯანსაღ მენტალიტეტსა და ერთსულოვნებას შედეგი მოუტანია.
მიმდინარე შესარჩევში საქართველომ ჩრდილოთ ირლანდიასთან შინ და ლატვიასთან სტუმრად 1:1 ითამაშა, შემდეგ სტუმრად მალტა გაანადგურა (0:6), რასაც ათენში ჯგუფის ლიდერ საბერძნეთთან მარცხი მოჰყვა (3:0). საინტერესოა, რომ საბერძნეთმა ოთხივე მატჩი მოიგო, ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია, გერმანია სტუმრად დაამარცხა (2:3).
საქართველოსა და გერმანიის ახალგაზრდული ნაკრებების მატჩი „მიხეილ მესხზე'' 18 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა მიმდინარე შეკრებაზე
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), საბა ქაჯაია (რეალ მურსია, ესპანეთი), პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი).
მცველები: გიორგი ქარსელაძე (აკადემიკა კოიმბრა, პორტუგალია), დავით ბუკია (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), ოთარ ჩოჩია (გაგრა), გიორგი გვასალია (დინამო თბილისი), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ტაბატაძე (ვაილე, დანია)
ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), ნიკოლოზ დადიანი (იბერია 1999), გიორგი ხარებავა (კოლხეთი ფოთი 1913), ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი), ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმი), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი)
თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე (ტერმალიკა, პოლონეთი), დავით გოცირიძე (გაგრა), ლუკა პარკაძე (ზალცბურგის აუსტრია, ავსტრია), დიმიტრი ღურწკაია (მეშახტე ტყიბული)