ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

“ყველაფერს მარტივად დავასრულებ“ - მახაჩევმა თოფურიას უპასუხა

UFC-ში ქვესაშუალო წონაში ისლამ მახაჩევმა ჯეკ დელა მადალენა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ქამარს დაეუფლა. დაღესტნელი მებრძოლი ორი წონის ჩემპიონია.

ბრძოლის დასრულების შემდეგ, ილია თოფურიამ ისლამს ყველაზე მოსაწყენი მებრძოლი უწოდა.

პრესკონფერენციაზე მახაჩევს ილიას სიტყვები ამცნეს, რაზეც ისლამმა უპასუხა:

„მე ყველაფრისთვის მზად ვარ. ვინ იქნება შემდეგი? ყველაფერს მარტივად დავასრულებ.“

 ცნობისთვის, ამ გამარჯვებამდე UFC-ის Pound-for-pound რეიტინგში მახაჩევი მეორე პოზიციას იკავებდა და მხოლოდ „ელ მატადორს“ ჩამორჩებოდა. UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა მახაჩევი-მადალენას ბრძოლამდე განაცხადა, რომ თუ ისლამი დელა მადალენას დაამარცხებდა და ქამარს დაისაკუთრებდა, ილიას ადგილს წაართმევდა და პირველი გახდებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები