„თუ მოიგო, P4P რეიტინგში პირველზე გადავა?“ | რას ამბობს უაითი მახაჩევზე
UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა TMZ Sports-ს ინტერვიუ მისცა. უაითს მომავალი ღონისძიების შესახებ ჰკითხეს, რომლის მთავარი მოვლენაც ჯეკ დელა მადალენასა და ისლამ მახაჩევის დაპირისპირებაა. დენას თქმით, თუ მახაჩევმა გაიმარჯვა, ის P4P რეიტინგის (ორგანიზაციის საუკეთესო მებრძოლები) პირველი ნომერი გახდება.
„რამდენად შთამბეჭდავია ისლამ მახაჩევის გამარჯვებების სერია? ისლამმა ყველასთან იჩხუბა და ყველა დაამარცხა, რის შემდეგაც სხვა წონით დივიზიონში გადავიდა. ამ მომენტისთვის, P4P რეიტინგში მეორე ნომერს იკავებს და თუ დელა მადალენა დაამარცხა, ილიას პირველ ადგილს წაართმევს.
მახაჩევი მეორე წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდება — ყველა მეტოქე დამარცხებული ეყოლება და pound-for-pound რეიტინგში პირველ ადგილზე გადაინაცვლებს.“
შეგახსენებთ, რომ მახაჩევისა და დელა მადალენას დაპირისპირება UFC 322-ის მთავარი მოვლენაა. ისლამი ფავორიტად მიიჩნევა და მათ ჩხუბს კვირას დილით, თბილისის დროით, დაახლოებით 09:00-დან ვიხილავთ.