ლუის დე ლა ფუენტე
Aa
Aa

“ბევრი უნდა იმუშაოთ“ - დე ლა ფუენტე საქართველოს ნაკრებზე

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და უშანსოდ 0:4 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ კომენტარი გააკეთა.

დე ლა ფუენტე:

„საქართველოს ნაკრებს კარგი ფეხბურთელები ჰყავს. მათ დიდი ხანია ვიცნობ და დიდი მომავალი აქვთ. თქვენს ნაკრებს ახალგაზრდა ფეხბურთელების კარგი ბაზა აქვს. მათ ბევრი უნდა იმუშაონ და ეს არის საქართველოს ნაკრების განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი გზა. 

მიუხედავად ასეთი ანგარიშისა, არ ვფიქრობ, რომ საქართველომ სუსტად ითამაშა. როგორც ვახსენე,  ნაკრებში კარგი ფეხბურთელები თამაშობენ, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ესპანეთი დიდი გუნდია და დღევანდელ მატჩში, ესპანეთი უკეთესი იყო."

ცნობისთვის, ფურია როხას მხრიდან გოლები ოიარსაბალმა(2), ზუბიმენდიმ და ფერან ტორესმა გაიტანეს.

შეგახსენებთ, 5 ტურის შემდეგ, ჯვაროსნებს 3 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს იკავებენ. შემდეგ ტურში, ვილი სანიოლის გუნდი ბულგარეთს ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 18 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები