გურამ ვეკუა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია | ძალოსნობა
ალბანეთში 23-წლამდელებს შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირზე გურამ ვეკუამ (+110 კგ) ატაცსა და აკვრაში ვერცხლის მედლები მოიპოვა, ორჭიდის ჯამში კი პრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ძალოსანმა ატაცში 168 კილოგრამი დაძლია, აკვრაში 211 კილოგრამი, ორჭიდის ჯამში კი 379 კილოგრამი მოაგროვა.
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ლევან ოჩიგავამ (88 კგ) სამი ოქროს მედალი დაისაკუთრა, სამი ოქროს მედალი მოიპოვა გოგა ჯაჯვანმაც (94 კგ); ნათია გადელიამ +(86 კგ) ერთი ბრინჯაო და ორი ოქროს მედალი; საბა ასანიძემ (94 კგ) ორი ბრინჯაოს მედალი; მანუჩარ გოგოხიამ (88 კგ) ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი, გიგა ოდიკაძემ (60 კგ) კი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა.
ზურაბ მსხალაძემ (88 კგ) ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა; ნანა ხორავამ (77 კგ) ორი ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, ვერცხლის მედლით დაასრულა ევროპის ჩემპიონატი გერვასი თაბაგარმა (94 კგ); მარიამ მურღვლიანმა (+86 კგ) კი სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა.