ლუკა მაისურაძე, საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი, ლუკა ჯავახიშვილი
Aa
Aa

დემეტრაშვილის ოქრო, ინანეიშვილის ბრინჯაო - თბილისის გრან სლემი ქართველების ტრიუმფით დაიხურა

თბილისში, ძიუდოისტთა გრან სლემი საქართველოს ნაკრების ტრიუმფით დაიხურა. ტურნირის დასკვნით დღეს, ჩვენმა გუნდმა ორი ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ლუკა მაისურაძის შემდეგ, ოქროს მედლისთვის ბრძოლის შანსი +100 კგ. წონით კატეგორიაში ირაკლი დემეტრაშვილსაც ჰქონდა. ქართველი ძიუდოისტი ფინალში გერმანელ ლოსენი კონეს დაუპირისპირდა და იპონით დაამარცხა.

ამავე წონაში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საბა ინანეიშვილმა, რომელმაც გადამწყვეტ ბრძოლაში რუსი ზოლოტუხინი ვაზარით დაამარცხა.

დღესვე, -90 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ლუკა მაისურაძემ მოიპოვა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ლუკა ჯავახიშვილი გახდა.

საქართველოს ნაკრებმა თბილისის გრან სლემი 2 ოქროსა და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მაისურაძის ოქრო, ჯავახიშვილის ბრინჯაო | ქართველების მედლები თბილისის გრანდ-სლემზე
მაისურაძის ოქრო, ჯავახიშვილის ბრინჯაო | ქართველების მედლები თბილისის გრანდ-სლემზე