ლუკა მაისურაძე, ნიკა ხარაზიშვილი, საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი, ლუკა ჯავახიშვილი, აკაკი ჯაფარიძე
Aa
Aa

მაისურაძის ოქრო, ჯავახიშვილის ბრინჯაო | ქართველების მედლები თბილისის გრანდ-სლემზე

ძიუდოში, თბილისის გრანდ-სლემზე ლუკა მაისურაძე (90 კგ.) ფინალში სერბი მაიდოვი იუკოთი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. 

ფინალამდე განვლილ გზაზე ლუკა მაისურაძემ სერბ მილან რადულს იპონით მოუგო, ბელგიელი დიუკსთანაც იპონი შეასრულა, ლიეტუველ აგუსტას სლიტერისს იპონით აჯობა, ნახევარფინალში უზბეკ ნურბეკ მურტოზოევთან იპონით გაიმარჯვა.

მაისურაძის მსგავსად დემეტრაშვილიც ფინალშია. მეოთხედფინალში კვიპროსელ იანის ანტონიუს იპონით მოუგო,  ნახევარფინალში იურ სპაიკერსაც იპონით სძლია და ფინალში გავიდა.

90 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში ლუკა ჯავახიშვილმა აკაკი ჯაფარიძე დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ბრინჯაოს მედლისთვის საბა ინანეიშვილი (+100 კგ.) და ნიკა ხარაზიშვილი (-100 კგ.) იბრძოლებენ.

საბა ინანეიშვილმა რეპეშაჟში კვიპროსელ იანის ანტონიუს იპონით მოუგო და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.

ნიკა ხარაზიშვილი 1/4 ფინალში სერბ დარკო ბრასნოვიჩთან დამატებით დროში იუკოთი დამარცხდა, რეპეშაჟში მაიკლ კორელს იუკოთი მოუგო და ბრინჯაოს მედლამდე ერთი შეხვედრა აშორებს.

ვლადიმერ ახალკაცის (90 კგ.), თორნიკე ფოლადაშვილის, ნიკოლოზ ზაალიშვილის, ონისე სანებლიძის (სამივე 100 კგ.), საბა ქარდავასა და გელა ზაალიშვილის (ორივე +100 კგ.) გამოსვლა წარუმატებელი იყო, მედლის გარეშე დარჩნენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
პირველად ისტორიაში: 2029 წელს ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს
პირველად ისტორიაში: 2029 წელს ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს