ლაშა გუჯეჯიანი
Aa
Aa

„ამ ბიჭებს ახალი სიტყვის თქმა შეუძლიათ“ - გუჯეჯიანის ოპტიმისტური განწყობა

უახლოესი ერთი თვის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქი ძიუდოში ორ უმნიშვნელოვანეს ტურნირს უმასპინძლებს. სხვა დროს და სხვა ვითარებაში, თბილისის გრანდ სლემზე წამყვანი ქართველი ძიუდოისტები დასვენებას ნამდვილად არ გადაწყვეტდნენ, მაგრამ ახლა, როდესაც სულ რამდენიმე კვირაში ევროპის ჩემპიონატსაც უნდა ვუმასპინძლოთ, წონის ლიდერების მხრიდან ძალების კონტინენტის პირველობისთვის დაზოგვა აბსოლუტურად გამართლებული საქციელია. ამავე აზრზეა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი, რომელსაც გადახალისებული შემადგენლობით ასპარეზობის მიუხედავად, თბილისის გრანდ სლემზე წარმატების მიღწევის იმედი მაინც აქვს.

ლაშა გუჯეჯიანი

გადახალისებული გუნდით ვართ წარმოდგენილი იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე კვირაში საპასუხისმგებლო შეჯიბრების გამართვა გვიწევს და მთელი ყურადღება ევროპის ჩემპიონატისკენ გვაქვს გადატანილი, რომელსაც ყველა უდიდესი მოტივაციით ხვდება. რომ არა ეს გარემოება, ახლა სხვა ვითარება იქნებოდა.

რაც შეეხება თბილისის გრანდ სლემს, ეს არის შანსი იმ ძიუდოისტებისთვის, რომელთაც აქვთ პრეტენზია, ან უნდა ჰქონდეთ პრეტენზია, რომ ეროვნულ ნაკრებში მოხვდნენ. ვფიქრობ, ნამდვილად არიან ამ შემადგენლობაში ისეთი სპორტსმენები, რომელთაც ახალი სიტყვის თქმა შეუძლიათ. იქნება უშეღავათო ბრძოლები, იქნება წარმატებებიც და შედეგის ნაწილში რასაც მივიღებთ, ამაზე უკვე ტურნირის დასრულების შემდეგ ვისაუბრებ.

ცნობისათვის, თბილისის გრანდ სლემი 20-22 მარტის ჩათვლით „თბილისი არენაზე“ ჩატარდება, სადაც ჩვენი ქვეყნის სახელით 42 ძიუდოისტი იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცვლილებები შემადგენლობაში - თბილისის გრანდ სლემისთვის საბოლოო განაცხადი დაკომპლექტდა
ცვლილებები შემადგენლობაში - თბილისის გრანდ სლემისთვის საბოლოო განაცხადი დაკომპლექტდა