გიორგი ტერაშვილი
Aa
Aa

„გულშემატკივარს სიურპრიზებს ვპირდები“ - ტერაშვილი თბილისის გრანდ სლემზე

„თბილისი არენას“ დარბაზში ხვალ სტარტს აიღებს ძიუდოში თბილისის გრანდ სლემი, სადაც ჩვენი ქვეყნის სახელით 42 სპორტსმენი, 28 მამაკაცი და 14 ქალი ძიუდოისტი იასპარეზებს. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში არ იქნება ტიტულოვანი ქართველი ძიუდოსიტი ლაშა შავდათუაშვილი, რომლის არყოფნაშიც წარმატების მიღწევის შანსი გიორგი ტერაშვილს მიეცემა. თბილისის გრანდ სლემის დაწყებამდე 23 წლის ძიუდოისტმა საინტერესო კომენტარი გააკეთა.

გიორგი ტერაშვილი

თბილისის გრანდ სლემზე გამოსვლა ყოველთვის კარგია, რადგან საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ გიწევს ჭიდაობა. რაც შეეხება მეტოქებს, დღესდღეობით ძიუდო იმ დონეზეა განვითარებული, რომ ყველა დასაფასებელია და საერთო ჯამში ძალიან ძლიერი ტურნირი გამოვა.

თბილისში შეჯიბრების დაწყებამდე ორი კვირით ადრე ჩამოვედით, რადგან ზემო ავსტრიის გრან პრიზე ვიყავით. ოპტიმალურ ფორმაში გუნდი შეიძლება ვერ იყოს, მაგრამ შინაურ კედლებში მაინც კარგად ვიასპარეზებთ. ქომაგებს ვპირდები, რომ ჩემი ასპარეზობა მათთვის სასიამოვნო სიურპრიზი იქნება.

ცნობისათვის, 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში თბილისის გრანდ სლემზე გიორგი ტერაშვილის გარდა, გიორგი ლოლაძე, გიორგი ჩიხელიძე და ბაგრატ ნინიაშვილი იჭიდავებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მინდა, რომ კვალი 90 კილოგრამშიც დავტოვო“ - გრიგალაშვილი ავსტრიის გრან პრის მოგების შემდეგ
„მინდა, რომ კვალი 90 კილოგრამშიც დავტოვო“ - გრიგალაშვილი ავსტრიის გრან პრის მოგების შემდეგ