ლუკა მაისურაძე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები
Aa
Aa

ცვლილებები შემადგენლობაში - თბილისის გრანდ სლემისთვის საბოლოო განაცხადი დაკომპლექტდა

20-22 მარტს, თბილისში ძიუდოისტთა ტრადიციული გრანდ სლემი გაიმართება.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტურნირისთვის, თავდაპირველად 41-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, თუმცა ცოტა ხნის წინ, მწვრთნელებმა განაცხადში რამდენიმე ცვლილება შეიტანეს და საბოლოოდ, ჩვენი გუნდი ტურნირზე 42 ძიუდოისტით იასპარეზებს.

-66 კგ. წონით კატეგორიაში ლუკა საგანელიძის მაგივრად, თორნიკე გიგაური იასპარეზებს. -90 კილოგრამში განაცხადს მიღმა გიორგი ჯაბნიაშვილი დარჩა, მის მაგივრად კი სიაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ლუკა მაისურაძე მოგვევლინა. ამავე წონაში ლუკა ბაბუციძის მაგივრად,  ტურნირზე ვლადიმერ ახალკაცი გამოვა.

ცვილებებია გოგონებშიც. -48 კგ. წონით კატეგორიაში სიას მარიამ ზაქარაია დაემატა. -52 კილოგრამში თამარ სუხიაშვილის მაგივრად ნინო თათრიშვილი იასპარეზებს. -57 კგ. წონაში განაცხადს მიღმა ნუცა თათრიშვილი დარჩა. -70 კგ. წონით კატეგორიაში სიაში აღარ გვხვდება ნონა კვარაცხელია, თუმცა ამ წონას ორი ძიუდოისტი დაემატა - ქეთევან ბერიძე და ლიზი ქვარცხავა.

საბოლოო შემადგენლობა ასეთია:

ვაჟები: 

  • -60 კგ. - მათე გოგობერიშვილი, ლუკა გადელია, გიორგი ჩანკსელიანი, გიორგი არაბიძე.
  • -66 კგ. - ლაშა ნადირაძე, თემურ ნოზაძე, თორნიკე მაზიაშვილი, თორნიკე გიგაური.
  • -73 კგ. - გიორგი ტერაშვილი, გიორგი ჩიხელიძე, გიორგი ლოლაძე, ბაგრატ ნინიაშვილი.
  • -81 კგ. - ზაურ დვალაშვილი, კოტე კაპანაძე, დიმიტრი გოჩილაიძე, ირაკლი ბეროშვილი.
  • -90 კგ. - ლუკა მაისურაძე, აკაკი ჯაფარიძე, ვლადიმერ ახალკაცი, ლუკა ჯავახიშვილი.
  • -100 კგ. - ნიკა ხარაზიშვილი, თორნიკე ფოლადიშვილი, ონისე სანებლიძე, ნიკოლოზ ზაალიშვილი. 
  • +100 კგ. - ირაკლი დემეტრაშვილი, საბა ინანეიშვილი, საბა ქარდავა, გელა ზაალიშვილი.

გოგონები: 

  • -48 კგ. - თამარ გიგოლაევი, მარიამ ზაქარაია.
  • -52 კგ. - ნინო თათრიშვილი.
  • -57 კგ. - სოფიო ბედოშვილი, ნინო ლოლაძე.
  • -63 კგ. - ნინო წიკლაური, მარიამ ნათელაური, მაია ბიძინაშვილი, მარი მახარაშვილი.
  • -70 კგ. - მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი, ქეთევან ბერიძე, ლიზი ქვარცხავა.
  • +78 კგ. - სოფიო სომხიშვილი.

როგორც შემადგენლობაში ვხედავთ, ტურნირზე არ იასპარეზებენ წონების ლიდერები, ეს კი იმით არის განპირობებული, რომ თბილისის გრანდ სლემიდან რამდენიმე კვირაში ჩვენი დედაქალაქი ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, რის გამოც, ევროპირველობამდე მწვრთნელებმა ნაკრების ლიდერების დასვენება გადაწყვიტეს. 

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი თბილისში, „თბილისი არენაზე“ 16-19 აპრილს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოქრო ტატოს, ვერცხლი ლუკას - ქართული ფინალი გრიგალაშვილმა მოიგო
ოქრო ტატოს, ვერცხლი ლუკას - ქართული ფინალი გრიგალაშვილმა მოიგო