ტატო გრიგალაშვილი, ლუკა ჯავახიშვილი
Aa
Aa

ოქრო ტატოს, ვერცხლი ლუკას - ქართული ფინალი გრიგალაშვილმა მოიგო

ავსტრიის გრან პრიზე ქართული ფინალი შედგა.

-90 კგ. წონით კატეგორიაში ერთმანეთს ტატო გრიგალაშვილი და ლუკა ჯავახიშვილი დაუპირისპირდნენ. ფინალი დაძაბული გამოდგა, რომელშიც გამარჯვება გრიგალაშვილმა მოიპოვა. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ჯავახიშვილი ჯერ იუკოზე დააგო, შეხვედრის მიწურულს კი მტკივნეულზე შებოჭა.

ფინალამდე, გრიგალაშვილმა ნახევარფინალში ბრაზილიელ რაფაელ მაკედოს მოუგო, უფრო ადრე კი ესპანელი აარონ სანტამარია როდრიგესი, ჩეხი დავიდ კლამერტი და ბრიტანელი ჯამალ პეტგრეივი გამოთიშა ასპარეზობას.

ლუკა ჯავახიშვილმა კი ფინალში გამსვლელ ბრძოლაში ფრანგი მაქსიმ-გაელ ჰამბუ დაამარცხა, მანამდე კი გერმანელ ლასე შჩრივიერს, იტალიელ კრისტანტო მინჩინესისა და ისრაელელ როი საივანს მოუგო.

დღესვე, +100 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ირაკლი დემეტრაშვილსაც ექნება, რომელიც გადამწყვეტ ბრძოლაში აზერბაიჯანელ ჯამალ გამზატხანოვს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანაკრებო კარიერა დაასრულეს - ვეტერანი ბორჯღალოსნების გაცილება
სანაკრებო კარიერა დაასრულეს - ვეტერანი ბორჯღალოსნების გაცილება