ხამზატ ჩიმაევი, შონ სტრიკლენდი
Aa
Aa

ამ თვისებების საუკეთესო სინთეზი აქვს | სტრიკლენდის მწვრთნელი ჩიმაევზე

ერის ნიკსიკმა, რომლის გაწვრთნილმა სამმა მებრძოლმა UFC-ის ქამარი მოიპოვა (ფრენსის ნგანუმ მძიმე წონაში, ალჯამეინ სტერლინგმა სუპერმსუბუქ წონაში, შონ სტრიკლენდმა საშუალო წონაში), Submission Radio-სთან ინტერვიუში ხამზატ ჩიმაევზე ისაუბრა.

კითხვა: ხამზატს ნახევრად მძიმე წონაში ასვლა სურს. როდესაც თქვენთან ერთად ვარჯიშობდა და ქვესაშუალო წონაში გამოდიოდა, გრძნობდით თუ არა მისგან იმ ძალას, იმ ადამიანის ძალას, რომელსაც ნახევრად მძიმე წონაშიც კი შეუძლია ბრძოლა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ქვესაშუალო წონაში გამოდიოდა?

ერიკ ნიკსიკი: „დიახ, 100%-ით. სისწრაფე, ძალა, სისხარტე ... ამას არაერთხელ ვიმეორებ, ამ თვისებების საუკეთესო სინთეზი აქვს. ვგულისხმობ იმას, რომ ის ძალიან კარგად ათავსებს დონეების ცვლილებას თავის დარტყმით ტექნიკასთან. ეს არ არის უბრალოდ ცალკეული ელემენტები, ეს არის ძალიან მაღალი დონის დარტყმითი ტექნიკა. ის ცრუ მოძრაობით „დაგიჭერს“, მერე დონეს შეცვლის და ქვემოდან ამოგარტყამს. მას შემდეგ, როცა დაცვის მიზნით ხელებს მაღლა ასწევ, ის ისევ შენს თეძოებზე (ჭიდაობაზე) გადმოერთვება. ყველა კომპონენტში გამორჩეული ათლეტია''.

ხამზატ ჩიმაევი, რომელიც დაუმარცხებელია (16-დან 16 გამარჯვება), საშუალო წონის საჩემპიონო ქამარს 9 მაისს, ნიუ-იორკში UFC 328-ზე დაიცავს. მისი მეტოქე დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი შონ სტრიკლენდი იქნება.

ერიკ ნიკსიკი დღესაც შონ სტრიკლენდის მთავარი მწვრთნელია, მათ ძალიან მჭიდრო კავშირი აქვთ. ის შონის კუთხეში იყო მის ყველა ბოლო მნიშვნელოვან ბრძოლაში. მათ შორის ისრაელ ადესანიასთან, დრიკუს დუ პლესისთან და პაულო კოსტასთან. ნიკსიკი ითვლება იმ ადამიანად, ვინც შონ სტრიკლენდის ქაოტური სტილი სისტემად აქცია. მან შექმნა ის დაცვითი სტილი (Philly Shell-ის ვარიაცია MMA-ში), რომლითაც შონმა ადესანია დაამარცხა. ხამზატი მასთან 2022 წელს ვარჯიშობდა. ნიკსიკი ხშირად იხსენებს, რომ ხამზატს აქვს „ბუნებრივი სიმძიმე“ და წარმოუდგენელი ძალა ჭიდაობისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ენრიკეს შეცდომა თუ გენიალური სვლა? 4-6-0 და რეალის ილუზია | ც9
ენრიკეს შეცდომა თუ გენიალური სვლა? 4-6-0 და რეალის ილუზია | ც9