გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ლივერპულს რამდენიმე კლუბი დაუკავშირდა | ახალი ინფორმაცია მამარდაშვილზე

გიორგი მამარდაშვილს „ლივერპულში“ სათამაშო დრო არ ეძლევა და თებერვალში დაიწერა, რომ ქართველი მეკარე „ენფილდიდან“ იჯარის წესით წასვლაზე სერიოზულად ფიქრობს. „მამარდას“ მომავალთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გავრცელდა და TeamTalk-ის მიხედვით, მას მსურველები გამოუჩნდნენ.

ცნობილი ბრიტანული გამოცემა იუწყება, რომ „ლივერპულს“ 25 წლის ფეხბურთელის თაობაზე რამდენიმე კლუბი დაუკავშირდა. ახლახან „წითლებმა“ ალისონ ბეკერის კონტრაქტში ჩადებული პუნქტი აამოქმედეს და მასთან ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივეს. TeamTalk-ის მიხედვით, „ენფილდზე“ ალისონის კიდევ უფრო დიდი ხნით დატოვებასაც განიხილავენ და ამის ფონზე მამარდაშვილის წასვლის შანსი იზრდება.

ქართველი მეკარე ინგლისური და ევროპული კლუბების ინტერესის ობიექტია. TeamTalk არ აკონკრეტებს, რომელ კლუბებზეა საუბარი, თუმცა წერს, რომ ისინი სიტუაციას ყურადღებით ადევნებენ თვალს და „ლივერპულისგან“ გიორგისთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე გამოითხოვეს.

„მამარდაშვილის მიმართ ინტერესი იზრდება და ევროპული და ინგლისური კლუბები აკვირდებიან, „ლივერპული“ განიხილავს თუ არა მის იჯარას ან ტრანსფერს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, მომდევნო სეზონის დაწყებამდე „წითლების“ გეგმები მეკარეებთან მიმართებით როგორი იქნება,“ — წერს ბრიტანული გამოცემა.

TeamTalk დასძენს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში „ლივერპული“ მამარდაშვილს კვლავინდებურად ალისონის მემკვიდრედ მოიაზრებს და კლუბს მისი მტკიცედ სჯერა. თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში „წითლების“ გეგმები ბუნდოვანია და დრო გვიჩვენებს, მოვლენები როგორ განვითარდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კიტეიშვილის მაგარი მატჩი და დუბლი - შტურმის დამაჯერებელი გამარჯვება ვენაში
კიტეიშვილის მაგარი მატჩი და დუბლი - შტურმის დამაჯერებელი გამარჯვება ვენაში