ორი ოპერაცია 10-დღიან პერიოდში | კაპანაძემ რეაბილიტაცია დაიწყო
კრისტალსპორტის ინფორმაციით, სლოვაკური „დუნაისკა სტრედას’’ 25 წლის ქართველმა მარჯვენა მცველმა ცოტნე კაპანაძემ ათდღიან ინტერვალში ორი ოპერაცია გაიკეთა. 16 აგვისტოს, სლოვაკეთის ჩემპიონატში „კომარნოსთან’’ მატჩის შემდეგ მენისკის ოპერაციის ჩატარება გადაწყდა, შემდეგ კი ხელი მოიტეხა, ოპერაცია ხელზეც გაუკეთეს.
დაახლოებით 10 დღეა, რაც რეაბილიტაცია დაიწყო. გასულ პარასკევს მსუბუქად ირბინა და თავს კარგად გრძნობს. რეაბილიტაცია კარგად მიმდინარეობს. სავარაუდოდ, მინდორს უახლოესი სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდება.
მიმდინარე სეზონში ცოტნე კაპანაძემ კონეფერენს ლიგის სამ და სლოვაკეთის ჩემპიონატის ორ მატჩში ითამაშა, ჯამში 383 წუთი.
2025 წლის დასაწყისიდან კაპანაძე სლოვაკურ კლუბში ირიცხება, ყველა ტურნირის ჩათვლით 54 მატჩში (4 207 წუთი) 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა, ხუთი ყვითელი ბარათი მიიღო. კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს ერთი წლით გახანგრძლივების ოფციით.
ცოტნე კაპანაძის თანაგუნდელი გიორგი გაგუა ბრწყინვალე ფორმაშია, მიმდინარე სეზონში გაგუამ სლოვაკეთის ჩემპიონატის შვიდ მატჩში (543 წუთი) 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა.