ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე
Aa
Aa

ენრიკე: როტაცია ყველა რგოლში იქნება, ასეთია თანამედროვე ფეხბურთი

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-4 ტურში „ბრესტი'' პსჟ-ს მიიღებს. მატჩის წინ პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა. ერთ-ერთი კითხვა ღრმა შემადგენლობასა და შესაბამისად გუნდში არსებულ კონკურენციას ეხებოდა.

ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-მ „სლოვანი'' 6:1 გაანადგურა. ყველასთვის მოულოდნელად, ლუის ენრიკემ კვარაცხელია არ ათამაშა, მატჩის ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დატოვა. აქედან გამომდინარე, ენრიკეს პასუხი აღნიშნულ თემაზე ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის საინტერესო უნდა იყოს.

კითხვა: „სეზონის დაწყებიდან მოყოლებული, გაზრდილი შემადგენლობის ფონზე, გუნდში არსებულ კონკურენციაზე ბევრს საუბრობთ. გაქვთ თუ არა იმის რესურსი, რომ ეს კონკურენცია ყველა რგოლში უზრუნველყოთ, მაგალითად, დაცვის ცენტრში?“

ლუის ენრიკეს პასუხი: „როტაცია ყველა რგოლში იქნება. შემადგენლობას თუ გავაანალიზებ, ვიტყოდი, რომ ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ეს ყველაზე დაბალანსებული გუნდია. რომელ რგოლშიც არ უნდა მყავდეს 3 ტრავმირებული მოთამაშე, გამოსავალი მაინც მომეძებნება. გასულ წელს, სეზონის გარკვეულ ეტაპზე, ნახევარდაცვაში ფეხბურთელები დაგვიშავდნენ, რამაც სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა. წელს კი მსგავსი სირთულეების დასაძლევად შესაბამისი რესურსი გაგვაჩნია. მსურს, თითოეული პოზიცია გავაუმჯობესო... ასეთია უმაღლესი დონის ფეხბურთი““

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-4 ტურში „ბრესტი'' - პსჟ-ს მატჩი ხვალ, 13 სექტემბერს, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

მსოფლიო ფეხბურთის ქართველმა ვარსკვლავმა, რომელიც ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი რეალური კანდიდატია, ლიგა 1-ის სამ მატჩში (158 წუთი) 1 საგოლე პასი შეასრულა („მონაკოსთან''). 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შთამბეჭდავი იყო, დიდი ტალანტია“ | ყოფილი მეტოქე და თანაგუნდელი თორნიკე კვარაცხელიაზე
„შთამბეჭდავი იყო, დიდი ტალანტია“ | ყოფილი მეტოქე და თანაგუნდელი თორნიკე კვარაცხელიაზე