ილია თოფურია, პედი პიმბლეტი, დენა უაითი
Aa
Aa

ილია VS პიმბლეტი - ყველაზე მოსალოდნელი ბრძოლის სავარაუდო თარიღები

ილია თოფურიასა და პედი პიმბლეტს შორის პოტენციურ ბრძოლას საკმარისი სტატუსი აქვს იმისთვის, რომ UFC-ის ნომრიან ტურნირს სათავეში ჩაუდგეს ისე, რომ სატიტულო დაპირისპირება არ იყოს, დარწმუნებულია მსოფლიოს უძლიერესი ლიგის ხელმძღვანელი, დენა უაითი.

„ჩემი პასუხია - დიახ. ეს გრანდიოზული ბრძოლაა. ყველა მეკითხება - რა იქნება შემდეგ? ასე გეტყვით: ეს სასიამოვნო პრობლემაა. ჯასტინ გეიჯი თუ პედი პიმბლეტი? რომელი მათგანიც არ უნდა გახდეს თოფურიას მეტოქე, ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ვიგებთ“,

- განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა UFC on Paramount-თან ინტერვიუში, რეპორტიორის შესაბამის კითხვაზე პასუხისას.

იმის გათვალისწინებით, რომ UFC-ის მოქმედი ჩემპიონი მსუბუქ წონაში, ჯასტინ გეიჯი, მიმდინარე წელს ოქტაგონზე ზუსტად აღარ დაბრუნდება და სულ უფრო ხშირად საუბრობს კარიერის შესაძლო დასრულებაზე, ილია თოფურიასა და პედი პიმბლეტს შორის ბრძოლა ყველაზე სავარაუდო ვარიანტად გამოიყურება, მით უმეტეს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დენა უაითმა ასეთი შესაძლებლობა უკვე ორჯერ ახსენა.

გასულ კვირას თოფურიამ დაარღვია თითქმის სამთვიანი დუმილი, რომელსაც გეიჯისთან გამაერთიანებელ ბრძოლაში მარცხის შემდეგ ინარჩუნებდა, და ოქტაგონზე დაბრუნების განზრახვის შესახებ განაცხადა, ხოლო UFC-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მისი გუნდი „ელ მატადორთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ამჟამად ორგანიზაცია აშკარა სირთულეებს განიცდის თავისი ნომრიანი შოუებისთვის სატიტულო მოვლენების მოძიებაში, ასე რომ, ბრიტანელისა და ქართველი მებრძოლის დაპირისპირება სავსებით შესაძლებელია სათავეში ჩაუდგეს ნოემბრის UFC 334-ის ტურნირს ნიუ-იორკში ან დეკემბრის UFC 335-ის ტურნირს ლას-ვეგასში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები