დავით ლორთქიფანიძე
Aa
Aa

ლორთქიფანიძის ბრწყინვალე გოლი სერია D-ში | ვარეზეს გაუტანა

იტალიის სერია D-ში „პრო სესტო 1913’’-ის ქართველმა შემტევმა დავით ლორთქიფანიძემ „ვარეზეს’’ ბრწყინვალე გოლი გაუტანა, მეტოქის ორი ფეხბურთელი ოსტატურად ჩამოიშორა და ცაციათი მეკარისაგან შორეულ კუთხეში შეაგდო.

 

25 წლის დავით ლორთქიფანიძეს მხოლოდ იტალიურ კლუბებში უთამაშია. 2025-26 წლების სეზონში სერია D-ს „პიაჩენცაში’’ 30 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა, იტალიის რანგით მე-4 ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.

მისი კარიერიდან ერთ გოლს გაგახსენებთ, 2022-23 წლების სეზონში იტალიის სერია D-ს თასის 1/8-ფინალში საოცარი სილამაზის გოლი გაიტანა. „პრატოსთან“ შეხვედრაში ქართველმა შემტევმა „მაკრატელა“ დარტყმით გამარჯვების გოლი შეაგდო და მისი გუნდი „რიჩონე“ შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.

საქართველოს 17 და 19-წლამდე ნაკრებებში უთამაშია. ასაკობრივ ნაკრებებში ეროვნული ნაკრების მოქმედი მოთამაშეების - ხვიჩა კვარაცხელიას, ზურიკო დავითაშვილის, ნიკა გაგნიძის, ირაკლი აზაროვის, გიორგი გულიაშვილის, ივა გელაშვილის, შოთა ნონიკაშვილის თანაგუნდელი იყო.

დავით ლორთქიფანიძის უმცროსი ძმა დაჩი საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისა და სერია B-ს „კრემონეზეს'' ფეხბურთელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეკარემ 2-3 მეტრიდან აუღო | ლობჟანიძის გუნდის საშინაო მარცხი
მეკარემ 2-3 მეტრიდან აუღო | ლობჟანიძის გუნდის საშინაო მარცხი